კვების ბლოკი - Power supply

კვების ბლოკის იკონა

კვების ბლოკის (Power supply) დანიშნულებაა ელ. ქსელიდან 220/110V ცვლადი ძაბვის მიღება და მისი გარდაქმნა მუდმივ ძაბვად: ±3.3V;  ±5V;  ±12V.  კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას, ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220 V ფარგლებში.

კვების ბლოკის უკანა მხარეს დაყენებულია ელ.ქსელთან შესაერთებელი პორტი, სადაც უერთდება შტეფსელში შესაერთებელი შნური. ზოგიერთ კვების ბლოკს გააჩნია მეორე პორტიც - მონიტორის კვებისთვის, თუმცა მონიტორის ცალკე ელ.ქსელთან შეერთებაც შესაძლებელია. კვების ბლოკის უკანა პანელზე განთავსებულია აგრეთვე ჩასართველ-გამოსართველი და 220/110V გადამრთველი, რომელიც საქართველოში მიღებული სტანდარტით 220V-ზე უნდა იდგეს. თუ შემთხვევით გადართეთ 110V-ზე და მიაწოდეთ ელ.ენერგია აუცილებლად დაიწვება.

კვების ბლოკის მიერ არასწორი ძაბვის გამომუშავება იწვევს კომპიუტერის დეტალების არასწორ მუშაობას ან მის მწყობრიდან გამოსვლას, ამიტომ კვების ბლოკის მწარმოებლებმა მასში თვით შემოწმების ფუნქციური პლატა ჩაამატეს, რის ფუნქციებშიც შედის: კომპიუტერის ჩართვის ან გადატვირთვის დროს კვების ბლოკში ძაბვის თვითშემოწმება და გამომუშავებული ძაბვის ტესტირება სრულდება. თუ გამომუშავებული ძაბვის მახასიათებლები წესრიგშია, კვების ბლოკიდან სისტემურ პლატას (დედაპლატას Motherboard) სიგნალი Power Good (კვების ძაბვა წესრიგშია) ეგზავნება და კომპიუტერი ჩაირთვება. თუ გარე ძაბვის უწესრიგობის ან კვების ბლოკის დაზიანების გამო გამომუშავებული ძაბვის მონაცემები დარღვეულია Power Good სიგნალი არ გამომუშავდება, რაც აჩერებს კომპიუტერს და იცავს მას დაზიანებისაგან.

 

როგორი უნდა იყოს კვების ბლოკი?

ვეცდები აგიხსნათ თუ როგორი უნდა იყოს კვების ბლოკი. თანამედროვე PC კომპიუტერების მძლავრ კვების ბლოკიზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ადრე კომპიუტერებს 500W-მდე სიმძლავრის კვების ბლოკები ჰყოფნიდა. დღევანდელ დროში ამ მოთხოვნამ 1000W-ს გადააჭარბა. გაზრდილი მოთხოვნა განპირობებულია კომპიუტერის შიგთავსის მოთხოვნების მიხედვით.

კომპიუტერის ცალკეული დეტალევი მოიხმარს გარკვეული ვატების რაოდენობას. შეკრებითობის მეთოდით ჯამდება მოთხოვნილი ვატები და ჯამში მიღებული ვატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვების ბლოკის მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს (ვატებს). დავიწყოთ ცალკეული დეტალების მოთხოვნების ჩამოთვლა: მაგალითად Video პლატა კომპიუტერში ყველაზე მეტ ვატებს მოითხოვს 50-270W. პროცესორი (CPU) –150W-მდე (გააჩნია პროცესორის სიმძლავრეს და ბირთვების რაოდენობებს, რაც მეტია სიმძლავრე და ბირთვები მით მეტი სიმძლავრე სჭირდება მას. მაგ: Intel-ის პროცესორების მოთხოვნილი სიმძლავრეების (TDP-Thermal Design Power) კლასიფიკაცია ნახეთ ამ ლინკზე: http://ark.intel.com/ ). შემდეგ მოდის დედაპლატა (Motherboard), რომელიც 5-10W-ს მოითხოვს. ვინჩესტერის (HDD) მოთხოვნა არ აღემატება 10W-ს. ოპერატიული მეხსიერება (RAM) მოიხმარს 1-4W-ს. და ასე შემდეგ.

ყველა ნაწილის მოთხოვნილი ვატების გამომთვლელი კალკულატორები არსებოსბ: http://www.extreme.outervision.com/psucalculatorlite.jsp

რეკომენდაცია

ელ. ენერგიის დაზოგვის მიზნით: თუ თქვენ კომპიუტერს არ სჭირდება 350W-ზე მეტი, არ არის საჭირო დააყენოთ კვების ბლოკი 500 ან 600 ვატიანი. ამით თქვენს ელ.ენერგიის ქვითარში ჩაწერილი გადასახადს შეამცირებთ.

კონექტორების კლასიფიკაცია