Wireless Router-ის კონფიგურაცია

ვაირლესის იკონა

ამ გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ დააკონფიგურიროთ TP-Link-ის Wireless როუტერი. (ეს კონფიგურაცია მიდის ყველა სხვა ფირმის როუტრებზეც)

აქ მოყვანილია ნიმუში, თუ როგორ დავუკავშიროთ Wireless როუტერი: სილქნეტის (DSL და ბოჭკოვანი), ახალი ქსელების და კავკასუსის (DSL) ინტერნეტ მოდემებს.

G-Link-ის ინტერნეტზე ეს კონფიგურაცია არ გამოგადგებათ.

პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა IP მისამართებს არიგებს თქვენი მოდემი თქვენს ქსელში. ანუ თქვენს კომპიუტერს რა IP და DNS მისამართები მიანიჭა მოდემმა. ამისათვის უნდა გახსნათ Start-ი და Run-ი. ჩაწერეთ ბრძანება cmd. გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ ბძანება ipconfig/all. გამოგიტანთ სრულ ჩამონათვალს. ამოიწერეთ. ეს მისამართები უნდა გაეწეროს Wireless როუტერს. დაწვრილებით იხილეთ სურათი 1.

IP და DNS მისამართების ამოწერის შემდეგ დააერთეთ თქვენი Wireless როუტერი სურათი 2-ზე მოყვანილი წესით.

Wireless როუტერი თუ ახალია, მას უკანა მხარეს ან მოყოლილ დოკუმენტაციაზე (ყუთზე) უნდა ეწეროს ადმინისტრირების ფუნქციებში შესასვლელი IP მისამართი. ძირითადად მათი IP მისამართებია 192.168.0.1 ან 192.168.1.1 - თუ არ წერია, როუტერის IP მისამართის გასაგებად გამოიყენეთ სურათ 1-ზე მოყვანილ მაგალითზე ipconfig/all ბრძანების ფუნქციები.  

გახსენით ნებისმიერი ბრაუზერი (მაგ: Opera, Mozila Firefox, Google Chrome, Internet Explorer) და მისამართების ზოლში აკრიფეთ Wireless როუტერის IP მისამართი მაგ: 192.168.0.1 და Enter. თუ ყველაფერი წესის მიხედვით გააკეთეთ როუტერი მოგთხოვთ მომხმარებელს და პაროლს. სტანდარტული (ქარხნულად) მომხმარებელი და პაროლი არის: admin. დაწვრილებით იხილეთ სურათებზე.

შეინახეთ ეს კონფიგურაცია და გადატვირთეთ Wireless როუტერი. (ფუნქციებიდან System Tools და Reboot ან უბრალოდ დენიდან გამორთეთ Wireless როუტერი). სურათ 2-ზე მოყვანილი წესის მიხედვით თუ გაქვთ შეერთებები ინტერნეტი უნდა გავრცელდეს კაბელითაც და უკაბელოთაც. ამის შემდეგ დავადოთ სახელი და პაროლი: ნახეთ სურათზე.
პაროლის დადება
 
შეინახეთ ეს კონფიგურაცია და გადატვირთეთ Wireless როუტერი. (ფუნქციებიდან System Tools და Reboot ან უბრალოდ დენიდან გამორთეთ Wireless როუტერი)... ისარგებლეთ უკაბელო ინტერნეტით.
 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2478280